1. ადრეული ქორწინება
2. რამდენად გავრცელებულია ეს მოვლენა საქართველოში
სამწუხაროდ საქართველოში მითუმეტეს რეგიონებში ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინებები. ეს არა მხოლოდ კონკრეტულ ოჯახის, არამედ სრულიად ქვეყნის ერთ- ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, როცა მოზარდი( არ არის 18 წლის) ნებით ან ძალადობით ქმნის ოჯახს.
მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონების რაოდენობა ბევრად აღემატება ბიჭთა რაოდენობას.
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში მცხოვრებ გოგოების 17% ადრეულ ასაკში დაქორწინდა. მონაცემები არ არის ზუსტი , რადგან უმეტესობამ არაოფიციალურად შექმნა ოჯახი. ადრეული ქორწინების უმეტესობა სოფლებშია დაფიქსირებული.
3. ადრეული ქორწინების მიზეზები:
1. სიღარიბე და დაბალი სოციალური პირობები
ეს არის ადრეული ქორწინების ერთ- ერთი მიზეზი. ზოგ შემთხვევაში გოგოები სიღარიბისგან ასე პოულობენ "გამოსავალს". ისინი ფიქრობენ, რომ ამ ხერხით ეხმარებიან ოჯახს. უმეტეს შემთხვევაში მათი საქმრო არის მდიდარი და მათ ოჯახს ფულს პირდება. ოჯახი აძლევს თანხმობას და "ყიდის" საკუთარ გოგოს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის სოფლის მრავალშვილიანი და გაუნათლებელი ოჯახი.
გვინდა მოგიყვანოთ ერთ- ერთი მაგალითი.
ლაგოდეხის რაიონის კაბალის თემში ხდება გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ.
ერთი გოგოს მამამ 10 ძროხად მიჰყიდა 45 წლის კაცს, ამ გოგოს არ უნდოდა ამ კაცზე გათხოვება და სხვასთან ერთად გაიპარა სახლიდან.
ადრეულ ასაკში დაოჯახებულ რესპონდენტთა 70% მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა
2. გაუნათლებლობა
ის ოჯახი, რომელიც თავის შვილს 18 წლამდე ასაკში ათხოვებს არის გაუნათლებელი. განათლებულ მშობელს მოუნდება, რომ თავისი შვილი პირველ რიგში განათლებული ადამიანი იყოს.
გვინდა მოგიყვანოთ ერთ- ერთი გაუნათლებელი მშობლოს ნათქვამი.
"მე თავად ვიყავი ინიციატორი ჩემი 17 წლის შვილის გათხოვების, იგი რამოდენიმეჯერ მანქანაში ჩაუჯდა ბიჭს რომელსაც მოსწონდა და სოფელში რას იტყოდნენ?... არ უნდოდა გათხოვება, მაგრამ არჩევანის წინაშე დავაყენე"(მშობელი 35 წლის)
35 წლის მშობელი, რომელსაც ის თუ "სოფელში რას იტყვიან" უფრო აინტერესებს და ანერვიულებს ვიდრე საკუთარი შვილის მომავალი.
მართალია ზოგ შემთხვევაში შვილი თვითონ წყვეტს გათხოვებას და რათქმაუნდა არაოფიციალურად თხოვდება . გოგონათა 90%-ის თქმით, საკუთარი სურვილით/ სიყვარულით დაოჯახდნენ და არ ნანობენ ამას. გოგონები, რომლებიც ადრეულ ასაკში თხოვდებიან ხშირ შემთხვევაში აღარ აგრძელებენ სკოლაში სიარულს, არ იღებენ ატესტატს და თავისთავად არ იღებენ უმაღლეს განათლებას. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. შემდგომში არასრულწლოვან მშობლებს არ შეუძლიათ სწორად აღზარდონ თავიანთი შვილები და ისინიც მიჰყვებიან ტრადიციებს. მათთვის სწორი და მიღებულია ის ყველაფერი რაც თვითონ ნახეს, მათ არ აქვთ მიღებული განათლება და არ არიან განვითარებულნი. მათთვის განათლება არ ითვლება პრიორიტეტად.
შემდგომში ადრეული ქორწინების "მსხვერპლები" ნანობენ, რომ ადრეული ქორწინების გამო ვერ მოახერხეს სრულფასოვანი განათლების მიღება და კარიერის განვითარება.
3. სქესობრივი ძალადობა
ადრეული ქორზინების ყველაზე განვითარებული პრობლემაა " სქესობრივი ძალადობა". რაც არ არის კონტროლირებადი, რადგან დღემდე ეს პრობლემა არ წყდება და სტატისტიკაც მატულობს.
გოგონათა 70% ადრეული ქორწინების გამომწვევ მთავარ პრობლემად ქორწინებამდე სქესობრივი პარტნიორის ყოლის გამო საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან არიდებას ასახელებს. ისინი ქორწინებას " დამცავ ფარად" იყენებენ.
4.რას აკეთებენ იმისთვის, რომ ადრეული ქორწინების არ მოხდეს?
UNFPA დიდ ძალისხმევას სწევს იმისთვის, რომ საქართველოში არ მოხდეს ადრეული ქორწინების შემთხვევები.
UNICEF- გაეროს ბავშვთა ფონდი, რომელიც მისი ყველა ქმედებით მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას.
IDP Women Association "consent"- იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" ახალგაზრდებისთვის იძულების და ნაადრევი ქორწინების მოწინააღმდეგე და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია.
No comments:
Post a Comment